20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
სატრანსპორტო კოლაფსი დედაქალაქში - სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ენმ-ს ფრაქციის სხდომაზე არ მივიდა 

სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს, ოპოზიციის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს - თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომა სწორედ კობახიძის არ მისვლის გამო ჩაიშალა. 

სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი სწორედ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა და ამ გაფიცვით დედაქალაქის ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი უნდა ყოფილიყო. 

საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ ზარალი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასები გაზრდილიყო.

„სატრანსპორტო კომპანიის ფრაქციის სხდომაზე არ მოსვლა ეს ცალსახად ნიშნავს,რომ მათ არ გააჩნიათ პასუხები და ნიშნავს იმას, რომ მატ თქვეს არაერთი ტყუილი და ამ ტყუილს დავახვედრებდით ფრაქციის სხდომაზე“-აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

დღეს ფრაქციის სხდომაზე მამუკა კობახიძის არ მისვლის გამო ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მივიდეს.

დღის ამბები