20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმის მტკიცებულებების განადგურება - ზოდელავა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ინტერესებზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში მტკიცებულებების გაყალბების შესახებ საუბრობს.

როგორ განადგურდა მტკიცებულებები და როგორ ყალბდებოდა 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე - მტკიცებულებები და კონკრეტული მასალები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინეს.

მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან. ზოდელავას თქმით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანისა და დიმიტრი დარბაისელის გარდა, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქმის ობიექტური გამოძიება ხელისუფლების ინტერესებში არ არის.

„ყველას, ამათ, შეუძლიათ ამხილონ კონკრეტულ დანაშაულში მთავარი ფიგურა და მთავარი მონაწილე ამ დანაშაულებრივი სქემის ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი რომელიც არის რეალური ძალაუფლების მქონე და ყველაზე გავლენიანი ადამიანი სახელმწიფოში და ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მთელ სახელმწიფო სისტემას. ამ დაფაზე წარმოდგენილი ყველა ადამიანი მონაწილეობას ამ სქემაში და ისინი არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.

ხელშეუხებლობა მირზა სუბელიანის, ნიშნავს ხელშეუხებლობას სოზარ სუბარის, ხელშეუხებლობას ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და რაც მთავარია ხელშეუხებლობას ბიძინა ივანიშვილის“-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები