20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
"კეთილი ინებეთ და დააბრუნეთ ქალაქი ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში" - ზალიკო უდუმაშვილი თბილისის მერს მიმართავს

„მივმართავ თბილისის მერს, დროულად მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რადგან სრულიად კანონიერია ამ ხალხის მოთხოვნები. მოვუწოდებ თბილისის მერს, დაუყოვნებლივ განაახლოს მოლაპარაკებები გაფიცულ თანამშრომლებთან, რადგან თბილისი ასეთ რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებს. კეთილი ინებეთ და დააბრუნეთ ქალაქი ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა. ზალიკო უდუმაშვილმა დედაქალაქის მერს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„მეორე დღეა, თბილისის მეტრო სადგური მოქალაქეებისთვის დაკეტილია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია. ჩვენს თანაქალაქელებს საათობით უწევთ დგომა ავტობუსების გაჩერებაზე, რათა დანიშნულების ადგილზე მიაღწიონ. ეს იმიტომ ხდება, რომ თბილისის მერიამ ვერ გამონახა საერთო ენა მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებთან. თავად ხომ მშვენივრად გადაადგილდებიან სახელმწიფო ავტომობილებით და საერთო დარ აწუხებთ ბედი, რომელიც საათობით^ ელოდებიან ტრანსპორტს დედაქალაქში. ამ ორი დღის განმავლობაში თბილისმა ნახა 600 ათასი ლარის ზარალი, 300 ათასი ლარის ზარალი არის ყოველდღიურად მეტროს გაჩერების შედეგად. ეს თანხა იყო საკმარისი, რომ მეტროს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო ერთი წლის განმავლობაში,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები