20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
მთავარი პროკურორის გადადგომა არ ხდება ყოველდღე - ალექსანდრე ბარამიძე მესამე სექტორს პასუხობს

არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ უსაფუძვლოს უწოდებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, მინისტრის გადადგომა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს გააჭიანურებს. მესამე სექტორმა გუშინ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადააყენოს.

მიზეზი არაერთია - მათ შორის მართლმსაჯულების ჩავარდნილი რეფორმა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის შელახული იმიჯი.

თუ წულუკიანი თანამდებობას არ დატოვებს, მესამე სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართვაზე უარს ამბობს.

"ვფიქრობ რომ მათი ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. მინისტრის გადადგომა ბოლოსდაბოლოს გააჭიანურებდა სხვა პროცესებს, რომელსაც ველით. მთავარი პროკურორი გადადგა, ასეთი რამე არ ხდება ყოველდღე, ეს იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობით ეკიდება იმ მოვლენებს რომელიც განვითარდა ბოლო დღეებში"- აცხადებს ბარამიძე.

დღის ამბები