ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მიიღებს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
რეზოლუციაში ასევე ჩაიწერება რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელების შესახებ.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამენ, რომ რეზოლუციას დეპუტატები ზაფხულის ბოლომდე მიიღებენ.
„საქართველოში 2008 წლის შემდეგ არსებულ ვითარებაზე განცხადებას გაავრცელებს უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას, ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს დღის წესრიგში,“-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეის მამიკინსი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რეზოლუცია მალე იქნება მიღებული. მიხეილ ჯანელიძის თქმით, რეზოლუციას ასახული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.