20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ბრიუსელი ხვალ ნატოს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

ბრიუსელი ხვალ ნატოს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება. ეს არის რიგით ბოლო მინისტერიალი, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტამდე გაიმართება.

ნატოს გენ მდივნის მოადგილემ "კურიერთან" ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომდევნო სამიტზე აღინიშნება ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა რა ჩაიწერება ალიანსის საბოლოო დეკლარაციაში ამ ეტაპზე უცნობია. ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს შედგება.

"სანამ პოლიტიკურ კონსესუსამდე მივალთ, მინიმუმ ნატოს წევრი ქვეყნები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ საქართველო აკმაყოფილებს ე.წ. ნატოს სტანდარტებს და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები, ის რაც არის საქართველოს ძალიან სერიოზული რეფორმებიო და წარმატებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამას ყველა აფიქსირებს“-აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

დღის ამბები