20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
წულუკიანის გადადგომას იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე ითხოვენ

თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე უერთდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მინისტრს მოსახლეობის ნდობა დაკარგული აქვს, ინსტიტუციურ მექანიზმებს კი პირადი მიზნებისთვის იყენებს.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გაათავისუფლეს, გადაწყვეტილება მათ სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანციაში მოიგეს, თუმცა გადაწყვეტილება აღსრულებული დღემდე არ არის.

„თეა წულუკიანის გადადგომა არის საბაზისო რამ, რაც შეიძლება გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ შეძლოს, ნდობის მოპოვება საზოგადოებაში და შემდეგ ფასი ჰქონდეს თუნდაც ახლადწარდგენილი პროკურორის საქმიანობას,“- განაცხადა ანა სუბელიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები