„თქვენი ხელწამოსაკრავი არ არის ქალბატონი თეა წულუკიანი,“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
ოპოზიცია იუსტიციიის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
„გირჩევიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ და პასუხები გასცეს საზოგადოებას და მართლმსაჯულებას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომა ორი საათია, მიმდინარებს. დეპუტატები საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხს განიხილავენ. „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.