20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
„რაღაც საზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის პოლიტიკურ დემაგოგიასაც, ჩემს კოლეგებს მივმართავ „ნაციონალური მოძრაობიდან" - ოთარ კახიძე

„რაღაც საზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის პოლიტიკურ დემაგოგიასაც, ჩემს კოლეგებს მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

საკანონმდებლო ორგანოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია უნდა დაამტკიცონ. რიგგარეშე სხდომა ორი საათია, მიმდინარებს. დეპუტატები საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხს განიხილავენ. „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

„არ შეიძლება ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირო კომისიის შექმნას და მერე თქვა, რომ ეს არის დროის გაწელვა, ეს არ შეიძლება. არ მესმის ასეთი ტიპის პოლიტიკური კონიუნქტურა. არ შეიძლება იმიტომ, რომ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, საზოგადოების წინაშე,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები