20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთზე ზეწოლაზე საუბრობს, უმცირესობა კი მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს

უკვე ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის შევა. სარჩელზე საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატორი იყო აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება სათანადოდ არ მოქმედებს.

„პირველი ტიპის რეაგირება მთავრობის მხრიდან ადეკვატური იქნებოდა თუ უმოკლეს ვადაში იქნებოდა წარმოდგენილი ოთხოზორია ტატუნაშვილის სია, როგორც პარლამენტმა დაავალა მთავრობას.

თითქმის სამი თვე გავიდა, მესმის რომ შემდეგ კვირაშია ოფიციალური ბოლო ვადა, მაგრამ არ მესმის, არც მორალურად და არც პოლიტიკურად  როგორ მოახერხა მთავრობამ, რომ ამ ორთვენახევრის მანძილზე არცერთი ნაბიჯი არ გადადგა, ეს სია არ შექმნა და პარლამენტს არ მიაწოდა.

რატომ ელოდებიან ბოლო დღეს ეს ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ პარლამენტმა ძალიან მკაცრი რეზოლუცია მიიღო, სადაც ძალიან მკაცრად არის მოთხოვნილი ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კონკრეტული ქმედებები.

„ასევე იცით, რომ ივნისში ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის ფორმირება მოხდება, სადაც შევლენ ამ მკვლელობაში და სხვა ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებული პირები. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რეზოლუციაში ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან აისახოს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საკითხი ძალიან პრინციპულად. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმმა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე,“-აცხადებს არჩილ თალაკავაძე.

დღის ამბები