ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სხდომაზე ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის საკითხი დღეს მთავარი თემა იქნება. ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას წარუდგენს, რომლითაც დასტურდება, რომ ტატუნაშვილი ცხინვალში აწამეს. ასევე იმსჯელებენ საოკუპაციო რეჟიმის სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების თემაზეც. წინა შეხვედრაზე კი ქართულმა მხარემ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ამოცლილი ორგანოების გადმოცემა მოითხოვა. რა პასუხი იქნება ამ მოთხოვნაზე, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.
"ჩვენ დავაყენეთ საკითხები, მათ შორის არსებობს უპასუხო კითხვები და ამ კითხვებზე ველოდებით პასუხს,"-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.