03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ბულაჩაურში მსუბუქი ავტომობილი მდინარე არაგვში გადავარდა [ფოტო]

ბულაჩაურში მსუბუქი BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარე არაგვში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა. 

ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილიდან მოქალაქეების გამოყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად შეძლეს. 

მგზავრებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

რაც შეეხება ავტომობილს, ის ამ დრომდე მდინარეშია. მისი ამოყვანისთვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მფლობელის თანხმობას ელოდებიან. 

დღის ამბები