ბრიუსელი დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება. ეს არის რიგით ბოლო მინისტერიალი, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტამდე გაიმართება. ნატოს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მომდევნო სამიტზე ყურადღება გამახვილდება პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა რა ჩაიწერება ალიანსის საბოლოო დეკლარაციაში ამ ეტაპზე უცნობია. ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.