20 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
გლობალური მშვიდობის შესახებ კვლევის თანახმად, საქართველოს მშვიდობის ინდექსი გაუარესებულია

გლობალური მშვიდობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია. ანგარიში ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა და მასში 163 ქვეყანას შორის საქართველო 102-ე ადგილზეა და მას 2,13 ქულა აქვს მინიჭებული. მშვიდობის ინსტიტუტის მკვლევარმა მიშელ ბრესლოუერმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ქულის დაწევის მიზეზი ძალადობრივი საპროტესტო დემონსტრაციების რისკის გაჩენა გახდა.

„ამ ქულამ საქართველოში მეორე და მესამე მაჩვენებლისკენ დაიკლო,რაც აშკარად მნიშვნელოვანი გაუარესებაა და ინდექსზეც მოქმედებს, ეს ნიშნავს რომ გაიზარდა ძალადობრივი დემონსტრაციების შანსი და პოლიტიკური არასტაბილურობაც“ - აცხადებს მიშელ ბრესლოუერი.

2018 წლის ანგარიშში ასევე  აღნიშნულია რომ 2005-2014 წლებში საქართველოს მდგომარეობა არაერთი მნიშვნელობით გაუმჯობესდა, მათ შორის დაბალი კორუფციის, კარგად ფუნქციური მთავრობის, ბიზნეს გარემოს, თავისუფლად გავრცელებული ინფორმაციის, რესურსების თანასწორად გავრცელებისა და მეზობლებთან კარგი ურთიერთობის კუთხით, თუმცა ამ წლებში გაუარესდა მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების გამო.

რაც შეეხება რუსეთს, 2018 წლის ანგარიშში რუსეთის ფედერაცია 154-ე ადგილზეა და ის ყველაზე არამშვიდობიან ქვეყნებს შორის მოხვდა. ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ აფრიკა ნაკლებად მშვიდობიან ქვეყნებში მოხვდა, სირია და ავღანეთი კი სიის ბოლოშია. 122-ეა აშშ და მილიტარიზაციის გამო ჩამორჩება ევროპას და ახალ ზელანდიას. ანგარიშს მიხედვით ყველაზე მშვიდობიანი რეგიონი კი ევროპაა. მშვიდობიანი ქვეყნების სათავეში ისლანდია დგას.

დღის ამბები