20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით - ოპოზიცია სუბარის დაკითხვას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

სოზარ სუბარის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

ოპოზიცია კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს და აცხადებს, რომ სუბარი მოზარდების მკვლელობის საქმის შესაძლო გაყალბების გამო მთავარ პროკურატურაში უნდა დაიკითხოს.

„სუბარი დღეს მინისტრის თანამდებობაზე კი არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს მთავარ პროკურატურაში დაბარებული და მკვლელებისთვის ხელის დაფარების გამო უნდა იკითხებოდეს. რაც მთავარია ჩვენ უნდა ვუთხრატ სუბარს, რომ ის ვერ შეძლებს თავის ნათესავზე მირზა სუბელიანზე ხელის დაფარებას“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო შენგელია.

დღის ამბები