20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას გამართავს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს პირველ სხდომას მართავს.

სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა.

შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს.

„ფართო ჩართულობით იმუშავებს სწორედ კომისია იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის, არც სხვა თანამდებობის პირების რა არის გამორიცხული,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

კომისიის წევრები დღესვე ელოდებიან, მათი მოთხოვნის შესაბამისად, პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოდან საგამოძიებო დოკუმენტაციის მიწოდებას. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ პროცესი არ გაჭიანურდება.  

„პირველი მოქმედება არის მასალების გამოთხოვა და საქმის წაკითხვა. სანამ საქმეს არ წავიკითხავთ, ჩვენ ალბათ გვმართებს, რომ კონკრეტული კომენტარებიც კი არ გავაკეთოთ შინაარსთან  დაკავშირებით, იმიტომ, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კონკრეტულ კითხვებზე ჩამოვყალიბდებით. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებთან, საზოგადოებასთან თითოეული ჩვენგანი მართალი იყოს, რაც შეიძლება ობიექტურად უნდა წავიყვანოთ ეს საქმე,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები