20 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
რეზოლუცია საქართველოს შესახებ - ევროპელი დეპუტატები სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას 12 ივნისს დააფიქსირებენ

საქართველოსთან დაკავშირებული დებატები ევროპარლამენტის სესიაზე - რუსეთის მხრიდან ქვეყნის ნაწილის ოკუპაციასა და ამ მიმართულებით საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ევროპელი დეპუტატები კიდევ ერთხელ 12 ივნისს დააფიქსირებენ.

სესიაზე მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ფედერიკა მოგერინი, რის შემდეგ დებატები დაიწყება. უკვე მომზადებულია რეზოლუციის ტექსტიც, რომელშიც „კურიერის“ ინფორმაციით, არაერთხელ არის გამოყენებული ტერმინი "ოკუპაცია" და ნახსენებია ის მოქალაქეები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს - მათ შორის არის არჩილ ტატუნაშვილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რეზოლუციაზე კენჭისყრა 14 ივნისს შედგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია ამ რეზოლუციას მხარს უჭერს და ერთი საერთო, დიდი სულისკვეთება არის ევროპარლამენტში,“-აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები