თბილისის მერის მთავარი მიღწევა და ჩავარდნა ბოლო 5 თვის განმავლობაში და პრობლემები დედაქალაქში - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები IRI-ის კვლევის შედეგებს საკრებულოს უმრავლესობას აცნობენ.
თბილისის მერიისა და კახა კალაძის მუშაობის შესახებ IRI-მ კვლევა ჩაატარა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები არ მალავენ, რომ კითხვები აქვთ კვლევის პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით. პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებულ კითხვებზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი საუბრობს.
„კითხვები არსებობს პოლიტიკურ ნაწილში, მაგალითად, ინსტიტუციებთან მიმართებაში. როდესაც საუბარი არის, მაგალითად, პოლიციის საქმიანობის დადებითად შეფასებაზე 2012 წელს და შეფასებული არის უმეტესწილად დადებითად 2012 წელს პოლიციის და სხვა ძალოვანი უწყებების მუშაობა, მათ შორის, სასამართლოს და პროკურატურის. სასამართლოსი, რომელსაც ერთ პროცენტიანი გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდა დადებითად არის შეფასებული და ამის ნახევარი აქვს ნდობა სასამართლოს და ძალოვანი უწყებების მიმართ ახლა,“ - განაცხადა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი განმარტავს, რომ კვლევის პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით მმართველ გუნდს კრიტიკული კითხვები აქვს. მათ აინტერესებთ რამდენად შეესაბამება კვლევაში მოყვანილი მონაცემები საქართველოში არსებულ რეალობას.