20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
„50 მილიონი ბიუჯეტიდან გადაიყარა და რეგიონში წყლის პრობლემებია" - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე

„50 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გადაიყარა და რეალურად, რეგიონში წყლის პრობლემებია,“- ეს განცხადება, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ გააკეთა.

მისი თქმით, 5 წლის განმავლობაში აჭარის 5 მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის სისტემებზე 50 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

დეპუტატმა რაიონების მიხედვით მონაცემები წარადგინა. ის აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდებს, წყლის სისტემებზე დახარჯული თანხების მიზნობრიობა შეისწავლოს. გია აბულაძე კორუფციაზე საუბრობს.

„ჩვენ არაერთი ბრიფინგი გვქონდა, რომ სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს და 50 მილიონის ხელშეკრულებები კორუფციულია. ეჭვი გვაქვს, რომ ამაში აჭარის მთავრობაც მონაწილეობს,“- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია აბულაძემ.

დღის ამბები