ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან მისი ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენს და კომისია გაითვალისწინებს ზაზა სარალიძის ყველა მოთხოვნას.
მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკა ბესელია.
„ქალბატონი ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ ამას ვნახავთ და ეს მათ უნდა ჰკითხოთ.
მინდა ვთქვა, რომ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ან თავის პოლიტიკური პოზიციიდან ან თავის ეგოდან გამომდინარე როგორმე გააჭიანურებენ ამ კომისიის მუშაობას.
გვაქვს მოლოდინი, რომ მტკიცებულებები და ყველა მასალა სრულად იქნება მოწოდებული უმოკლეს ვადაში და რეალურად ველოდები დღეს“-აცხადებს სერგი კაპანაძე.