20 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს წევრების გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავ - დიმიტრი გვრიტიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება

საქართველოში სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების და პრინციპების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრეებმა ამ პრინციპების პრაქტიკული გამოყენების შემთხვევებზე ილაპარაკეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც. საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც იუსტიციის მინისტრთან ერთად, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადადგომასაც უკავშირდება.

გვრიტიშვილის თქმით, საბჭოს წევრებს მაღალი ლეგიტიმაცია აქვთ და საბჭოს წევრები გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

„საბჭოს წევრები საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციით არიან გამწესებული თანამდებობაზე, მათი გადადგომის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. გარწმუნებთ, საბჭოს მოსამართლე წევრები და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სხვა წევრები საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან, აცნობიერებენ სრულად თავიანთ პასუხისმგებლობას სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ ვერ ვხედავთ, ჯერჯერობით, იმის აუცილებლობას, რომ თანამდებობები დავტოვოთ,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები