"პარლამენტის საგამოძიებო კომისიისგან არ მაქვს დიდი მოლოდინი და არც უნდობლობა - გიორგი მარგველაშვილი," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტვ პირველის ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად შექმნილ კომისიასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ამ კომისიით მოხდა ხელისუფლებაში არსებული სიყალბის პოლიტიკურად ლუსტრაცია.
„კონკრეტულად ამ კომისიასთან დაკავშირებით მე არ მაქვს არც ძალიან დიდი მოლოდინი და არც უნდობლობა. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი. ქართული ოცნების ეს ფიგურები იქ ვისთან სხედან, ინგლისის პარლამენტთან, თუ ტორებთან ერთად?! ქართული ოცნება ზის ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ თვალსაზრისით პოლიტიკურად ლუსტრაცია მოხდა იმ სიყალბის, რაზეც ამდენია ხანია, ხდება იმის ქადაგება, რომ ვითომ ნაცების ეშინიათ. ნაცები შიგნითაც ბლომად ჰყავთ, სტუქტურებშიც დატოვებული ჰყავთ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.