20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს

რუსთაველის გამზირზე ხვალისთვის დაანონსებულ აქციაში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს. აქციაზე მისვლას არ აპირებენ საპარლამენტო უმცირესობა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები.

მათი თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა, ხვალინდელი აქცია მათი ორგანიზებული არ არის.

„როგორც ჩვენმა პარტიამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლის დასადგენად,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე ერთი დღე დარჩა. ხვალ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

მოკლული არასრულწლოვანის მამამ 10 ივნისი დაასახელა ბოლო დღედ, როცა ხელისუფლებამ მისი შვილის მკვლელები და საქმის გაყალბებაში ბრალდებულები უნდა დააკავოს.

რუსთაველის გამზირზე უკვე კვირაზე მეტია, გაშლილია კარვები და ბანერი წარწერით - „ნუ მომკლავ!“

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები