21 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - შსს-ს ინფორმაციით, მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველთა დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ.

უწყების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ.

აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, რომელიც თბილისის მთავარ გამზირს უერთდება. მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ.

დღის ამბები