რუსთაველის გამზირზე ხელკეტებით და ფარებით შეიარაღებული სამართალდამცავები გამოჩნდნენ.
პოლიციელები პარლამენტის წინ ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები დიდი რაოდენობით დილიდან არიან მობილიზებულები.
პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული აქვთ კარვები, რომლებიც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადაიტანეს.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დღეს პარლამენტის წინ აქცია 18:00 საათზე განახლდება.