20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე ნიკა მელია დააკავეს

ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ნიკა მელია პარლამენტის წინ რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

მან სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა აეხსნათ, რატომ არ აძლევნდნენ აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას.

სამართალდამცავები ამ წუთებში თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ნადირაძესა და პარლამენტის წევრს, თინათინ ბოკუჩავასაც აკავებენ. სამართალდამცავებმა ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ახალი საქართველოს" წევრი, გიორგი ხაბურძანიაც დააკავეს.

შს მინისტრის მოადგილე პარლამენტის წინ მივიდა. შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს, რადგან მისი თქმით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

რუსთაველზე სამართალდამცავები კარვების დემონტაჟს ახდენენ.

დღის ამბები