20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს

პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. სამართალდამცავების მობილიზება ხდება ასევე, პირველი სკოლასთან.

პარლამენტთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსებით მოიყვანეს.

სამართალდამცავები ხელკეტებით და ფარებით არიან შეიარაღებულები. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დააკავეს. 

შს მინისტრის მოადგილე პარლამენტის წინ მივიდა. მან განაცხადა, რომ პარლამენტის წინ აქციაზე მყოფი ადამიანები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს, რადგან მისი თქმით, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

პარალელურად, რუსთაველზე სამართალდამცავები კარვების დემონტაჟს ახდენენ.

დღის ამბები