20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"ხელისუფლება გავიდა ლეგიტიმური ჩარჩოებიდან" - ქარდავა დეპუტატების დაკავებას ეხმაურება

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის დაკავებას ადგილზე მისული პოლიტიკოსები აპროტესტებენ.

ედპ-ს ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ყველა ლეგიტიმური ჩარჩოდან გავიდა.

"მათ დააკავეს საქართველოს პარლამენტის წევრი და აკავებენ საკრებულოს წევრებს. ფაქტობრივად, ხელისუფლება გავიდა ლეგიტიმური ჩარჩოებიდან. ის, რაც თბილისის ქუჩებთან ხდება არაფერი საერთო აქვს კანონთან, დემოკრატიასთან. საქართველოს იმიჯს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ასამარებს," - აცხადებს ქარდავა. 

დღის ამბები