20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პირდაპირ ძალადობაზე წავიდნენ" - ვაშაძე პოლიტიკოსებს რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ცოტა ხნის წინ რუსთაველზე პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება.

ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი მეთოდებით აქციის მონაწილეებთან გამკლავება და დაკავებულები გაათავისუფლოს.

„ახალი საქართველოს წევრი გიორგი ხაბურზანია არის დაკავებული ზუსტად ვიცით, დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით ვაზუსტებთ ინფორმაციას.

მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას. მეგობრებო დროა, რომ მოხვიდეთ და ყველამ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ის ძალადობა, რაც ახლა თბილისში ხდება ის ძალადობა, რაც მოხდა სასამართლოში, ამას სჭირდება ერთიანი პასუხი.

არ შეიძლება რომ დავუშვათ ძალადობა და მივცეთ ხელისუფლებას ქმედების შესაძლებლობა. ახლა ხალხი გროვდება და ვფიქრობ შესაბამის პასუხს მივცემთ ხელისუფლებას.

კარვებში არიან შემალულები სავარაუდოდ სპეცრაზმელები და ეს არის კანონის დაღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.

პასუხის იქნება საკადრისი, ჩვენ დიპლომატებს ვაცნობებთ და პირადი არხებით აშშ-ს ჩავაყენებთ საქმის კურსში,“-განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება წყლის ჭავლის მანქანებისა და პოლიციის მობილიზებას, ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ემზადება ძალისმიერი მეთოდებით აქციის დასაშლელად.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პირდაპირ ძალადობაზე წავიდნენ,“-აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები