03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ახალი ინსტიტუტი აშშ-ში საერთაშორისო მასშტაბის ლიდერების აღსაზრდელად

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველთა საბჭოში, რომელმაც ფუნქციონირება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები შედიან.

ინსტიტუტის პრეზენტაციას ორგანიზება ლიტვის საელჩომ გაუკეთა. ინსტიტუტს, რომლის მიზანიც საერთაშორისო მასშტაბის მომავალი ლიდერების აღზრდაა, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილი უხელმძღვანელებს.

უკრაინა იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ვაშინგტონში გახსნილი ახალი ინსტიტუტი იმუშავებს. მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი, აქტიურ შეხვედრებს მართავს აშშ-ის სენატსა და კონგრესში.

უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის შესახებ ინფორმაციას ამერიკულ პრესაშიც ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის ვრცელი სტატია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნდა.

დღის ამბები