20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ბათუმში შავი და კასპიის ზღვების მე-5 საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ შავი და კასპიის ზღვების მე-5 საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი მიმდინარეობს.

საიუბილეო კონფერენცია რეგიონში სატრანსპორტო ლოგისტიკურ საკითხებს ეძღვნება. ფორუმზე სპეციალისტები მსჯელობენ შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების პორტებისა და ტერმინალების განვითარებაზე, პორტების გამტარუნარიანობის ამაღლებაზე.

ღონისძიებას 20 ქვეყნის 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის, პორტების, ტერმინალებისა და რეგიონის რკინიგზების წარმომადგენლები. 

დღის ამბები