ევროპულ საქართველოში სტრასბურგში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის და დაგეგემილი დებატების შესახებ განცხადება გაკეთდა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის, დავით ბაქრაძის, განცხადებით, დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სია, რომლითაც ოკუპანტ სახელმწიფოს დამატებითი სანქციები დაეკისრება.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცალკე მუხლად იქნება ასახული მხარდაჭერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის და სანქციების მიმართ. ეს არის ის საკითხი, რომელიც თავის დროზე სწორედ ევროპულმა საქართველომ დააყენა, ეს იყო ჩვენი დაპირება ქართული საზოგადოების და არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას ოჯახების მიმართ, რომ საერთაშორისო მასშტაბით გავაკეთებდით ყველაფერს, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ და სიმართლე აღმდგარიყო. დღეს ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით გადაიდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.