20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ცვლილებები მთავრობაში - 3 საათია, „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

ზუსტად 3 საათია, ქართული ოცნების ოფისში საგანგებო კონსულტაციები მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის წევრები სამთავრობო ცვლილებებს განიხილავენ. როდის დასრულდება შეხვედრა, ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ზუსტად უცნობია, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს ქვეყნის პრემიერი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ მთავრობაში ცვლილებები ნამდვილად იგეგმება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი. 

ბოლო პერიოდში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს მთავარი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა იყო.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი კვირიკაშვილი გადადგება, ეს ნიშნავს, რომ მთვრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებული იქნება. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგად გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები