20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე - არჩილ თალაკვაძე

„სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, სამი საათის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობასა და საქართველოს მთავრობის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად საკითხს გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვა წარმოადგენდა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეპუტატი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს, ამასთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე არ უმსჯელიათ.

„ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, კვლევით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლების და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა. ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებით გადაიდგმება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ "კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენი ბავშვი რჩება სიღარიბეში, კონკრეტული მონაცემები ვერ დაასახელა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა მთავრობის სამთავრობო გეგმას ელოდებიან. 

UNICEF-ის კვლევის თანახმად, სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 2015 წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი.

დღის ამბები