20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
"დღეს ამისი არავის არ სჯერა," - სულხან სალაძე "ქართული ოცნების" მიერ გუშინდელი შეკრების მიზეზად კვლევების განხილვის დასახელებას ეხმაურება

სამოქალაქო სექტორი "ქართულ ოცნებაში" გუშინ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებს არასანდოდ მიიჩნევს. სამოქალაქო სექტორში ვარაუდობენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა სწორედ სამთავრობო ცვლილებები იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო "ქართულ ოცნებას" ამის აღიარება ამ ეტაპზე არ სურს.

"ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ეს საჭიროებს ღიად საუბარს, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და არა იმაზე საუბარს, რომ იხილებოდა თურმე კვლევა, მე მგონი დღეს ამისი არავის არ სჯერა," - აცხადებს, საია-ს ტავმჯდომარე, სულხან სალაძე.

დღის ამბები