20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"თეა წულუკიანი რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები ან გიორგი გახარია?“ - საპარლამენტო უმრავლესობა მოზარდების მკვლელობის საქმეზე მინისტრების გამოკითხვას აპროტესტებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იუსტიციისა და შს მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებას აპროტესტებს. დეპუტატები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა მიზეზით აპირებს საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გამოკითხვას.

„ჯერ საერთოდ არ არის ამ ხალხის შეყვანა სიაში საჭირო, მაგრამ, მაგალითად, თეა წულუკიანი რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები ან გიორგი გახარია?“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუმარტა, რომ საქმის გამოძიებაში არსებობდა ხარვეზები, რის გამოც სწორედ ამ უწყებებთან მიმართებაში არსებობს კითხვები.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, რომლებიც კომისიის უმრავლესობას წარმოადგენენ განმარტავენ, რომ კომისია სწორედ იმის გამო შეიქმნა, რომ საზოგადოებას პროკურატურისა და შს სამინისტროს გამოძიებისადმი ნდობა არ აქვს.

„კომისიის შექმნა გამოიწვია იმ ტოტალურმა უნდობლობამ რომელიც იყო პროკურატურისა და შს სამინსიტროს შედეგებისადმი საზოგადოებაში“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს საგამოძიებო კომისიამ დასაკითხ პირთა სია დაამტკიცა. როგორც ცნობილია, გამოკითხულთა შორის, საქმის მოწმეებს, ბრალდებულებს, ექსპერტებსა და გამომძიებლებს შორის, პროკურატურის მაღალჩინოსნები და მინისტრებიც იქნებიან.  

დღის ამბები