20 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები - რომან კაკულია არსებული პოლიტიკური სპექტრის რადიკალურად შეცვლის შესაძლებლობას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია პრემიერისა და მთავრობის გადადგომას ეხმაურება. რაც შეეხება პრემიერის თანამდებობაზე უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის წარდგენას, კაკულია ამ გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის მხრიდან არ გამორიცხავს.

კაკულია ამბობს, რომ ის ეთანხმება ბახტაძის იმ ინიციატივებს, რომელიც კონკრეტულ სეგმენტს ეხება, თუმცა კაკულიას თქმით, პრემიერის კანდიდატად ბახტაძის წარდგენის შემთხვევაში მან გრძელვადიანი გეგმა უნდა წარმოადგინოს.

„მე მის ბოლო ინიციატივებს ყოველთვის ვუჭერდი მხარს, რადგან ის ყოველთვის კონცეტრირებული იყო საზოგადოების იმ სეგმენტზე, რომელთანაც ასოცირებულია ყველაზე მეტი პრობლემები. რამდენად სწორი და სიღრმისეული იყო ეს გადაწყვეტილებები ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ის რომ ამ ადამიანს ჰქონდა სურვილი ეს ჩემში იწვევს მხარდაჭერას.

ვნახოთ, როგორი იქნება მისი გრძელვადიანი ხედვა თუ ეს კანდიდატურა იქნება განხილული უკვე ერთი კონკრეტული თემა საკმარისი არ არის“- აცხადებს კაკულია.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, კაკულია ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრის რადიკალურად შეცვლის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

დღის ამბები