20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
გახარია თუ ბახტაძე - კალაძე ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გენერალური მდივანი და თბილისის მერი ადასტურებს, რომ  გუნდი პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, თუმცა კახა კალაძე არ აკონკრეტებს ვინ არიან ისინი, მათ შორის არ საუბრობს იმაზეც, არის თუ არა მათ შორის მამუკა ბახტაძე. სწორედ მას და გიორგი გახარიას ასახელებენ კულუარებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. ასევე იქნებიან მთავრობის წევრებიც ასევე მოწვეულები და იქნება მსჯელობა პრემიერთან დაკავშირებით. იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება დასახელებული და წარმოდგენილი,“-განაცხადა კახა კალაძემ.  

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 17:00 საათზე გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც მმართველი გუნდი იხელმძღვანელებს პრემიერის შერჩევისას, არჩილ თალაკვაძის თქმით არის მისი ხედვა ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი იყოს ადამიანი, რომელიც იმ გამოწვევებს, რაც ბოლო  პერიოდში კვლევებში გამოჩნდა, რაზეც ისაუბრა ასევე პრემიერ-მინისტრმა თავის ბრიფინგზე, გაუმკლავდეს, ჰქონდეს კონკრეტული ხედვა თუ როგორ შეიძლება ამ ეკონომიკურ გამოწვევებთან დაპირისპირება. როგორ შეიძლება საზოგადოების იმ ჯგუფის და იმ  ფენების პრობლემის მოგვარება, რომელიც აშკარად ჩანს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.   

დღის ამბები