გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძის სკანდალთან დაკავშირებით ოპოზიცია პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს და ამჯერად დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად უკვე გიორგი კვირკაშვილის დაკითხვასაც მოითხოვს.
შეგახსენებთ, უცნობის სიძეს სახელმწიფომ შენობა-ნაგებობები და მიწა გადასცა, ხოლო მას შემდეგ რაც საინვესტიციო ვალდებულება მან ვეღარ შეასრულა, სახელმწიფოს მიწა უკან დაუბრუნა, თუმცა ერთი განსხვავებით, იქ შენობა-ნაგებობები უკვე აღარ იდგა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის წევრებმა თვალი დახუჭეს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მეგობრის, უცნობის ოჯახის წევრის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
"დიმიტრი ქუმსიშვილი არის ადამიანი,რომელმაც გასცა სახელმწიფო ქონება. გახარია არის ადამიანი, რომელმაც ჩაიბარა თავის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ქონება, რომელიც რეალობაში უკვე აღარ არსებობდა და ეს ქონება ექსპერტიზას ჰქონდა შეფასებული ნახევარ მილიონ ლარზე მეტად.
გამოძიებისგან ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ადამიანები რომლებიც თანამონაწილეები არიან სისხლის სამართლის დანაშაულის, ვგულისხმობ კვირიკაშვილს, ქუმსიშვილს და გახარიას. არიან თუ არა ისინი დაკითხული და თუ არ არიან რატომ? რა ეტაპზეა გამოძიება.
რამდენიმე შენობა-ნაგებობა დედაქალაქის ერთ-ერთი უბნიდან აორთქლდა და ვერ გამოიძიეს ვინ გააქრო ეს შენობები. პროკურატურამ ამაზე დამატებით მოგვაწოდოს ინფორმაცია“-აცხადებს ხაბეიშვილი.