მამუკა ხაზარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ ის გახდა. ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. თავად ხაზარაძე არ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც მის კომპანიას გადაეცა, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„არაფერი აზრთა სხვადასხვაობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ არსებობს,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე გიორგი კვირიკაშვილთან ბიზნეს პარტნიორობასაც გამორიცხავს.