20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
"ერთ ნაწილი მარიონეტების წავიდნენ, მეორე ნაწილი მოდიან" - არასაპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

სამთავრობო ცვლილებების პარალელურად კი არასაპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. მათი თქმით, ქვეყანა კრიზისშია და გამოსავალი სწორედ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა.

აქვე პოლიტიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ არჩევნები არა მოქმედი, არამედ ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

„რაც დრო გადის ბიძინა ივანიშვილს თავდაცვითი ზღუდეები ეცლება. ის ცდილობს თავი გადაირჩინოს და მთელი ეს პროცესი, რაც დღეს ხდება და რისი მომსწრეც არის ქართული საზოგადოება, ფაქტობრივად არის მისი პირადი გადარჩენისთვის ბრძოლა,“-აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვარაუდობენ, რომ კვირიკაშვილის შემდეგ შემადგენლობას მისი გუნდის წევრი მინისტრებიც დატოვებენ.

„ერთ ნაწილი მარიონეტების წავიდნენ, მეორე ნაწილი მოდიან. ეს არის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე რამე სიახლეს არც უნდა ველოდეთ. გარკვეულ წილად ცინიზმიც არის, როდესაც არანაირი პოლიტიკური წარსული და ბიოგრაფია არ აქვს ადამიანს და ის უკვე პრემიერ-მინისტრად გვევლინება,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები