20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
თუ ეკონომიკურ კრიზისზე ვლაპარაკობთ, ფინანსთა მინისტრი არის პირველი დამნაშავე - ექსპერტები მამუკა ბახტაძისგან კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ელოდებიან 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე  წარდგენის შემდეგ, ეკონომიკური ექსპერტები მამუკა ბახტაძისგან სამოქმედო პროგრამას ელოდებიან.

მანამდე კი ისინი ქვეყნაში ეკონომიკური კრიზისის გამო ბახტაძის, როგორც ყოფილი ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მით უმეტეს, რომ წინამორბედი თანამდებობიდან სწორედ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო  გადადგა.

სპეციალისტები პრემიერობის კანდიდატს ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ახსენებენ, რომელიც მათი შეფასებით დაუსაბუთებელი იყო.

„ადამიანი იყო ფინანსთა მინისტრი და თუ ეკონომიკურ კრიზისზე ვლაპარაკობთ, ფინანსთა მინისტრი არის პირველი მოთამაშე და დამნაშავე. ფინანსთა მინისტრს უნდა ჰქონოდა გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო გაზრდა და იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელმაც ჩვენ ამ დღეში ჩაგვაგდო. დაგვხია უკან, ლარის გაუფასურება გამოიწვია და რეგულაციებზე მოთხოვნა გაზარდა. სწორედ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით მისგან არ მოგვისმენია, არ ვიცით მისი პოზიციები,“-აცხადებს ეკონომისტი პაატა შეშელიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები