ჰილარი კლინტონის ე.წ. "იმეილების საქმის" გამოძიების პროცესში ჯეიმს კომმა FBI-ის ნორმები დაარღვია.
ამის შესახებ საუბარია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ჯეიმს კომის მუშაობას ეხება.
568 გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, "ეფბიაის" ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურებრივი მიზნებისთვის ხშირად იყენებდა პირად ელექტრონულ ფოსტას, რაც პროტოკოლის დარღვევას წარმოადგენს.
იმავეს ედავებოდა გამოძიება ჰილარი კლინტონსაც, თუმცა მისგან განსხვავებით, ჯეიმს კომი პირადი მიმოწერით საიდუმლო ინფორმაციას არ გადასცემდა.
იუსტიციის დეპარტამენტის კვლევამ დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული ბრალდებებიც უარყო და დაადგინა, რომ FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი კლინტონის საქმის გამოძიების დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ყოფილა.