20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პირველმა პირმა უკვე გამოსცა.

“საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მამუკა ბახტაძეს 7 დღე აქვს, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინოს.

დღის ამბები