20 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
პროვოკაცია და ესკალაციის მცდელობა - მმართველი პარტია ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას მმართველი პარტია საგანგებო განცხადებით ეხმაურება და პროვოკაციაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ოზურგეთში საპროტესტო აქცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ნასაკირალის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდა და ამ ფორმით საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდა.

ოზურგეთის საკრებულოსთან სოფლის მცხოვრებლები საპროტესტო აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო ქათამაძის ცემას აპროტესტებდნენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ.

დღის ამბები