20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები - თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

დაპირისპირება გუშინ მოხდა, როდესაც ოზურგეთის საკრებულოსთან სოფლის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო ქათამაძის ცემას აპროტესტებდნენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ენმ-ის მხრიდან იმატა დამამცირებელმა განცხადებებმა და ამის შესახებ ჩუგოშვილის თქმით, საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდიან ინფორმაციას. პარლამენტარის განცხადებით, ისინი ასევე, საქმის კურსში ჩააყენებენ უცხოელ პარტნიორებს.

„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვნად არის მომრავლებული შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ემსახურება ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, განსაკუთრებით, რეგიონებში. ოზურგეთის შემთხვევას რაც შეეხება და ყველგან, ბუნებრივია, რომ სამართლებრივი რეაგირება იქნება კანონის შესაბამისი,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ოზურგეთში საპროტესტო აქცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ნასაკირალის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდა და ამ ფორმით საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდა. 

დღის ამბები