„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი გიქურაშვილების ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ოჯახის პრობლემები ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უკავშირდება.
უდუმაშვილმა გიქურაშვილებს ენმ-ის ახალი ინიციატივა გააცნო. მისი თქმით, ”ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ” ამ და სხვა ტიპის დაზარებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.
ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა კატეგორიის დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
ზალიკო უდუმაშვილმა გიქურაშვილებს გარანტიის სერთიფიკატი გადასცა.
„ადამიანი, რომელიც ფლობდა საკუთარ ბიზნესს, იყო საშუალოზე კარგი მაცხოვრებელი, დღეს დატოვეს ულუკმაპუროდ. იმიტომ, რომ საბანკო სექტორში არსებულმა ამ განუკითხაობამ მიიყვანა ადამიანი იქამდე, რომ დაკარგა ბიზნესი, საკუთარი სახლიც, ოჯახის წევრების ქონება და დღეს იძულებულია, ლუკმა-პურის მოსაპოვებლად,“- განაცხადა უდუმაშვილმა.