ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა - "ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით დღეიდან აქციებს გამართავს.
საპროტესტო აქცია ოზურგეთის მერიასთან 10:00 საათზე იგეგმება. აქციის მონაწილეები მსვლელობით პოლიციის შენობასთან მივლენ.
გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ოპოზიცია განაჩენით უკმაყოფილოა და ბრალის დამძიმებას და ცემაში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
ამჟამად გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები აფარებენ დამნაშავეებს ხელს., მმართველი კლანური მმართველობიდან გამომდინარე და ისინი ყველაფერს კრიშავენ,“-აცხადებს ქათამაძე.