20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
აქცია ოზურგეთში - ენმ-ს დეპუტატები პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ოზურგეთში პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ. აქციის მონაწილეები ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების დასჯას მოითხოვენ. 

მათი თქმით, შიმშილობას მანამ გააგრძელებენ, სანამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის მიზნით ისინი ოზურგეთის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ.

ოზურგეთში მერიის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. 

ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე, ოზურგეთის საკრებულოსთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზება მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები