09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
UNESCO ერაყში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას ითხოვს

UNESCO გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს და ერაყში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას სთხოვს. რადიკალურმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ანადგურებენ ტერორისტები ანტიკურ ნივთებს ერაყის ქალაქ მოსულის მუზეუმში. მასალა 5-წუთიანია.

მეცნიერების განცხადებით, ქანდაკებების უმეტესობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებით თარიღდება. თავად ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ ძეგლების განადგურება ღმერთმა უბრძანა.

დღის ამბები